четверг, 10 июля 2014 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დავწყვილდით გავუზიარეთ ერთმანეთს მოსაზრებები,
ვისწავლეთ როგორ დავეხმაროთ და გავითვალისწინოთ მოსწავლეთა საჭიროებანი.
გავაკეთეთ შაბლონი ,ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე.
ვისწავლე ახალი სიტყვა:სკაფოლდიგი."

вторник, 8 июля 2014 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

 გავუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლეთა ნამუშევრები,გავეცანით სხვადასხვა ვერსიებს, ვიმუშავე მოსწავლეთა შეფასების რუბრიკაზე,ამასთანავე ვიმუშავე საბოლოო შეფასების რუბრიკაზე.

суббота, 5 июля 2014 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

დავწყვილდით, უკუკავშირი მივეცით ერთმანეთის ნამუშევრებს,გავუზიარეთ ერთმანეთს მიმართულების მიმცემი კითხვები,მივიღე და გავიზიარე მოსაზრებები.
ვფიქრობ წყვილებში მუშაობა ძალიან სასარგებლოა,აუცილებლად გამოვიყენებ გაკვეთილის მსვლელობის დროს,რადგან მიმაჩნია,რომ ეს სასარგებლოა თითოეული მოსწავლისათვის.
მივიღეთ ინფორმაცია სავტორო უფლებების შესახებ. მოვიძიეთ სურათები და შევავსეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი,რასაც გამოვიყენებ სასწავლო პროცესში

ჩემი პროექტის თემა: ,,სისხლითა ცრემლდათხეული შოთა რუსთაველი"


 მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:
ზოგადი კითხვა
  • როგორ იქონიეს გავლენა ჩვენს ისტორიაზე ინდივიდებმა?

თემატური კითხვები

  • როგორი იყო საქართველოს მდგომარეობა XI-XII ს-ში?
  • რა ადგილი  უჭირავს ,,ვეფხისტყაოსანს“ თანამედროვე ეპოქაში?

შინაარსობრივი კითხვები
  • რას ნიშნავს სისხლის ცრემლები :ვეფხისტყაოსანში“?
  • ვინ იყო საქართველოს უძლიერესი მეფე რომელზედაც საუბარია ვეფხისტყაოსანში?
  • საიდან იღებს სათავეს ეს ნაწარმოები?



четверг, 3 июля 2014 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

გავიარეთ მეორე მოდულის, მესამე აქტივობა. გავეცანი შეფასების დროის  ჩარჩოს, სტრატეგიებს და მის ინსტრუმენტებს.

შევიმუშავეთწინარე ცოდნის, საჭიროებების დადგენა ,მოვისმინეთ და  გავცვალეთ სხვადასხვა კითხვები და მასალები, დავიწყე მუშაობა პროექტზე.

вторник, 1 июля 2014 г.

მესამე დღის რეფლექსია

გავიარე ტრენინგის მესამე დგე, გავაცანით ერთმანეთს იდეები, შევარჩიე სტანდარტები, დავსახე მიზნები, მოვარგე ინდიკატორი, ვიწყებ მუშაობას...

მეორე დღის რეფლექსია

გავიარე თემა;პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე, გავიხსენე ბევრი რამ .ვისწავლე როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიური რესურსი და ინსტრუმენტები, გავიგე როგორ გავაკეთო ბუკლეტები, ვისწავლე როგორ დავაინტერესო მოსწავლეები უკეტესად გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიები სწავლის პროცესში ,იმისათვის რომ უფრო საინტერესო გახადონ თითოეული თემა და გაკვეთილი.